გენერალ დენის მერსიეს ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

5 ივნისი 2018

5 ივნისს, ნატოს ტრანსფორმაციის მთავარსარდალი, გენერალი დენის მერსიე კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია.

 

გენერალი დენის მერსიე შეხვდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, დოქტორ კახა შენგელიას და მმართველთა საბჭოს წევრებს. მან ისაუბრა განათლების სისტემაზე, საერთაშორისო პოლიტიკასა და ნატოს მნიშვნელობაზე საქართველოსთვის.

 

აღსანიშნავია, რომ გენერალი მერსიე არის კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის ეთიკური ლიდერობის პროფესორი. გენერალი მერსიე კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსს პრეზიდენტთან და თანამშრომლებთან ერთად ესტუმრა. 

 

გენერალ დენის მერსიეს საქართველოში ჩამოსვლა ნატოს ტრანსფორმაციის მთავარსარდალის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოხდა. პროფესორ პოლ ჰენრის კანადის პრიორატის წმ. იოანეს ჰოსპიტალის დიდებულმა ორდენმა თავმჯდომრის მადლობის სიგელი გადასცა.