შეხვედრა DAAD-ის წარმომადგენლებთან

4 ოქტომბერი 2011
მამუკა ანდღულაძე, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს ელიზაბეტ ფენორსა და ცენტრის კონსულტანტ ნინო ანთაძეს შეხვდნენ. შეხვედრის დროს, სამართლის სკოლის დეკანმა ცენტრის ხელმძღვანელს, კავკასიის უნივერსიტეტისა და სამართლის სკოლის საქმიანობა და პროგრამები გააცნო. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გერმანიის უნივერსიტეტებთან ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავებას, გაცვლით პროგრამებში, სემინარ-კონფერენციებში დოქტორანტების მონაწილეობის შესაძლებლობას.