კავკასიის სამართლის სკოლის დეკანმა, ზაზა მარუაშვილმა, ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ლიდერთა პროექტში მიიღო მონაწილეობა

11 იანვარი
კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი, დოქტორი, პროფესორი ზაზა მარუაშვილი, ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ლიდერთა პროექტში მონაწილეობდა, რომლის ადმინისტრირება განახორციელა World Services of La Grosse, Inc – მა.

პროგრამის პირველი 2 დღე ქ. ვაშინგტონში ჩატარდა. სემინარის მონაწილეები შეხვდნენ ამერიკელი საბჭოების წარმომადგენლებს, ლიდერობის ცენტრის "ღია მსოფლიოს" აღმასრულებელ დირექტორს, ელჩს ჯონ ო'კიიფის, პროგრამის მენეჯერებს ბ-ნ ლუის მადანიკის და ქ-ნ ვერა დებუშანანის, ასევე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ლანდონის სკოლის სტუდენტური მიღების სამსახურის დირექტორს ბ-ნ სამუელ ჯოზეფ პოტოლიკკიოს და ბ-ნ სკოტ ფლემინგის, "ჩართეულის საგანმანათლებლო ჯგუფის" დირექტორს.

ქ. ატლანტაში (ჯორჯიის შტატი) პროგრამის მონაწილეთა მასპინძელი ორგანიზაცია იყო ამერიკაში ერთ-ერთი წარმატებული, პრესტიჟული იურიდიული კომპანია "Hall Booth Smith & Slover, P. C. (HBSS)"

შეხვედრებისა და საქმიანი დიალოგების ფარგლებში აღსანიშნავია: სადილი დოქტორ კენეთ ვოკერის სახლში, სადაც მოწვეულნი იყვნენ ჯორჯიის შტატის სამართლის სკოლისა და ემორის სამართლის სკოლის პროფესორები; სტუმრობა შტატის სასამართლო დექალბ ქაუნთში (DeKalb County) , მონაწილეობის მიღება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურაში; ჯორჯიის შტატის უზენაესი სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა; ვიზიტი ჯორჯიის ღია უნივერსიტეტში და შეხვედრა სამართლის სკოლის ასოცირებულ დეკანთან პოლ კურცთან; სტუმრობა ჯონ მარშალის სამართლის სკოლაში და საუბარი დეკანთან რიჩარდსონ ლინისთან; სადილი ცნობილი ქართველი ბიზნესმენის დავით ფოცხვერაშვილის ოჯახში.

პროგრამის კონკრეტულ შედეგებს შორის აღსანიშნავია შემდეგი:
გაფორმდა ურთიერთთანამშრმლობის მემორანდუმი კავკასიის სამართლის სკოლასა და იურიდიულ კომპანიას "Hall Booth Smith & Slover, P. C. (HBSS)" შორის "ქართულ-ამერიკული იურიდიული კლინიკის" შექმნის შესახებ. შეთანხმების თანახმად CSL – ის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი წლის სამი წარჩინებული სტუდენტი კლინიკური სწავლების პროგრამით 2010 წლის ზაფხულში სამთვიან კურსს უფასოდ გაივლიან ზემოაღნიშნულ კომპანიაში. შეთანხმების თანახმად შემდგომში ეს პრაქტიკა იქნება პერმანენტული ხასიათის;
2009 წლის სექტემბრიდან კავკასიის სამართლის სკოლაში უნივერსიტეტის პრეზიდენტის ბრძანებით "სტუმარი-პროფესორის" სტატუსით გაფორმდება ემორის უნივერსიტეტის პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი სკოტ ჰენვუდი, რომელიც პირველ სალექციო კურსს წაიკითხავს 2009 წლის ნოემბერში;
მიღწეული იქნა წინასწარი შეთანხმება ჯორჯიის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან CSL – თან ერთად ორი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების შესახებ.
"ღია საზოგადოების (OPEN WORLD)" მეშვეობით მომზადდება 2 პროექტი: პირველი – კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორების ამერიკის შეერთებული შტატების სამართლის სკოლებში მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებზე გაგზავნასთან დაკავშირებით; CSL-ის ბაზაზე LSAT–ის ტესტირების ჩატარების უფლების ლიცენზიის მოპოვების შესახებ;
კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი ზაზა მარუაშვილი არჩეული იქნა იურიდიული კომპანიის "Hall Booth Smith & Slover, P. C. (HBSS)" საპატიო წევრად; მას ასევე გადაეცა ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული "ღია საზოგადოების (OPEN WORLD)" პროგრამის მონაწილის სერთიფიკატი.