კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ჩესტერის უნივერსიტეტში

11 იანვარი
ერთობლივი საბაკალავრო პროგრამების ჩამოყალიბება ბიზნესსა და სამართალში.

კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციასთან მოლაპარაკებების სხვადასხვა ნაწილში მონაწილეობდნენ:
  • დოქტორი ქრის ჰასლამი, ჩესტერის უნივერსიტეტის პრო-ვიცე-კანცლერი;
  • პროფესორი როჯერ ქეი, სამართლის სკოლის ხელმძღვანელი;
  • ქრისტოფერ პაიკი, ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი;
  • პროფესორი გრიმ ვაიტი, აკადემიური ხარისხისა და სტანდარტების დეკანი;
  • ქოლინ ტაილერსონი, აკადემიური ხარისხისა და სტანდარტების ხემძღვანელი რეგისტრაციის დარგში;
  • ანა კუკი, აკადემიური ხარისხებისა და სტანდარტების რეგისტრაციის ასისტენტი;
  • იან მაკდონალდი, ბიზნესის პროგრამების ხელმძღვანელი;
  • ნელი ფურსელი, საერთაშორისო საკითხების ოფიცერი;
  • დოქტორი გოთომ რაჯკოვა, ბიზნესის სკოლის უფროსი ლექტორი;
  • პროფესორი ქეროლაინ როლანდი, მენეჯმენტი.

მოლაპარაკების შედეგად ორი უნივერსიტეტი შეთანხმდა ორი ხარისხის ერთობლივი ქართულ-ბრიტანული საბაკალავრო პროგრამების ჩამოყალიბებაზე ბიზნესსა და სამართლში. პროგრამები ოფიციალურად ძალაში შევა გაზაფხულზე, მას შემდეგ რაც ორივე უნივერსიტეტის შესაბამისი საბჭოები დაამტკიცებენ მათ.

დელეგაციის წევრები შეხვდნენ კავკასიის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან ჩესტერის უნივერსიტეტში.