ვორქშოფი აბიტურიენტებისთვის - ტოლერანტობა და მშვიდობიანი თანაარსებობა დემოკრატიულ საზოგადოებაში

3 თებერვალი 2018

3 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ვორქშოფი აბიტურიენტებისთვის თემაზე - ტოლერანტობა და მშვიდობიანი თანაარსებობა დემოკრატიულ საზოგადოებაში.

 

ვორქშოფის მიზანი, აუდიტორიისთვის ტოლერანტობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის არსის გაცნობა და თანამედროვე სახელმწიფოში მისი როლის განსაზღვრა იყო. შეხვედრაზე განიხილეს ძირითადი გამოწვევები და აუდიტორიის ჩართულობით, განსაზღვრეს პრობლემის გადაჭრის გზები.

 

სამოქალაქო განათლება წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს პირთა სამართლებრივი ცნობიერების ჩამოყალიბების, ურთიერთდამოკიდებულებისა და მსოფლმხედველობის განვითარებისათვის. ტოლერანტობა და მშვიდობიანი თანაარსებობა არის სამოქალაქო განათლების ფუნდამენტური საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სახელმწიფოს დემოკრატიის ხარისხს.

 

სპიკერები იყვნენ: კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები  და ,,სამოქალაქო განათლება აბიტურიენტებისათვის“ წიგნის ავტორები - თამარ გვასალია და მარიამ მაჭარაშვილი.