ცირა ლომაიას შეხვედრა სამართლის სკოლის სტუდენტებთან

15 ნოემბერი 2019

4 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, CU სტუდენტებს ნოტარიუსი ცირა ლომაია შეხვდა. შეხვედრაზე მოწვეული სტუმარი სტუდენტებს ესაუბრა სტაჟირების შესახებ ნოტარიუსთა პალატში.

 

პროფესია ნოტარიუსის ფარგლებში, ცირა ლომაიამ წარადგინა პრეზენტაცია სამართლის სკოლის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის სტაჟირების კონკურსისა და საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ.

 

ნოტარიუსთა პალატის მიერ ნოტარიუსობის მსურველთათვის მიმდინარე წლის 9 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით გამოცხადებულია სტაჟიორთა კონკურსი.