"შედარებითი სახელშეკრულებო სამართლის" სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა 2015 წელს.
"შედარებითი სახელშეკრულებო სამართლის" სამაგისტრო პროგრამის მიზანია ქართული და უცხო ქვეყნების სამოქალაქო სამართლის სისტემის შესწავლა. შედარებით სამართლებრივ ჭრილში განსხვავებული სამართლის სისტემებისა და სამართლებრივი ტრადიციების გაცნობის მეშვეობით იურიდიული თვალსაწიერის გაღრმავება-გაფართოება და ნაციონალური და ინტერნაციონალური შრომითი ბაზრისათვის მაღალკვალიფიკაციური კადრების მომზადება, რომლებიც გათვითცნობიერებულები იქნებიან რამოდენიმე ქვეყნის სამართლის სისტემაში (ქართული, გერმანული და ანგლო-ამერიკული) და შესძლებენ პრაქტიკაში წარმოშობილი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას ამ მართლწესრიგების მიხედვით.
სამოქალაქო სამართლის ძირითადი ინსტიტუტების შედარებით-სამართლებრივ ჭრილში მიმოხილვა იძლევა მათი სიღრმისეული შემეცნების საშუალებას და ისეთი ასპექტების გათვალისწინებას, რომლებიც იგივე ინსტიტუტების მხოლოდ ერთი სამართლის ჭრილში განხილვისას შეუცნობელი რჩება.
გარე ექპერტიზის თვალსაზრისით პროგრამასთან მიმართებით მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაგვიწიეს პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესურამ.
კავკასიის სამართლის სკოლის "შედარებითი სახელშეკრულებო სამართლის" სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 E ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 E ECTS კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა 2 სასწავლო წელს შეადგენს.
სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა შედგება 5 მოდულისგან: სავალდებულო თეორიული მოდული - 50 ECTS კრედიტი, არჩევითი თეორიული მოდული - 30 ECTS კრედიტი, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე მიმართული არჩევითი მოდული - 10 ECTS კრედიტი (20 კრედიტიდან, სამეცნიერო კვლევის სავალდებულო მოდული - 30 ECTS კრედიტი.
სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მაგისტრებს შესაძლებლობა ეძლევა იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. კერძო სამართლის მაგისტრი სახელშეკრულებო სამართალში მომზადებულია მაღალი რანგის იურიდიული პრაქტიკის განსახორციელებლად და სამეცნიერო მუშაობის გასაგრძელებლად.
ევროპის კერძო სამართალი (გერმანული)
იხილეთ პროგრამა.
კავკასიის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება
- უნივერსიტეტში დაგეგმილი საკონკურსო პროცედურების წარმატებით გავლა
- სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველის მომზადების დონის განსაზღვრა ტესტური წესით ინგლისურ/გერმანულ ენებში. ინგლისური/გერმანული ენის ტესტისაგან თავისუფლდებიან კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური/გერმანული ენის (არანაკლებ B2 დონეზე) ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს
გასაუბრება ჩატარდება დარგის სპეციალისტებთან (იხ. შეფასების კრიტერიუმები)
CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის ჩატარდება:
- გამოცდა ინგლისურ ენაში
- გამოცდა სპეციალიზაციაში
- გასაუბრება დარგის სპეციალისტებთან
იხ. გამოცდის ნიმუშები:
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- სამხედრო ბილეთი
- 4 ფოტოსურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც)
- საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი
- სამოტივაციო წერილი
- 2 რეკომენდაცია
- ონლაინ რეგისტრაცია
- საბუთების მიღების ბოლო ვადაა 5 სექტემბერი
- CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის გამოცდა ჩატარდება 8 სექტემბერს: ინგლისური ენა 10:00 საათზე, სპეციალიზაცია 12:00 საათზე
- კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 15 სექტემბერს 10:00 საათზე
გადახდის პირობები
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ღირებულება შეადგენს 11.000 ლარს, რაც წელიწადში შეადგენს 5500 ლარს. სწავლის საფასურის გადახდა სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად წარმოებს.
- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
CU სტანდარტული გადასახადი | CU გრანტის მოპოვებისას | CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას |
5 500 ლარი | 2 750 ლარი | 1 625 ლარი |
იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.
სამაგისტრო პროგრამის ჯგუფი Facebook-ზე
ნინო კახიანი სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ტელ.: (+995 32) 237 77 77 (488) მობ.: 577 333704 ელ.ფოსტა: nkakhiani@cu.edu.ge |
ნათია შენგელია
|
სამაგისტრო პროგრამის ჯგუფი Facebook-ზე. |