თემატიკა

მოდული #1. სასტუმროს მიღება-განთავსების და დაჯავშნის ოპერირება

 

მოდულის მიზანია მსმენელები გაეცნონ ამ სფეროში დაგროვილ თეორიულ ცოდნას, გაერკვნენ სასტუმროს მენეჯმენტის არსში, ფუნქციებში, მისი შესწავლის მეთოდოლოგიაში.

 

კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

 

  • შესავალი სასტუმროს მენეჯმენტში (ისტორიული მიმოხილვა, სასტუმროს კლასიფიკაციის სისტემები, დარგის ზრდის ტენდენციები);
  • განთავსების ინდუსტრიისა და სასტუმრო მომსახურების არსი;
  • სასტუმროს ძირითადი სამსახურები და მათი ფუნქციონირების თავისებურებანი;
  • სასტუმროთა და სასტუმრო ნომრების საკლასიფიკაციო სისტემები;
  • სასტუმრო ფასები და ფასთა პოლიტიკა;
  • ნაადრევი ჩამოსვლის და გვიან გაწერის პროცედურები;
  • სასტუმროს ორგანიზება და ფრონტ–ოფისი;
  • დაჯავშნა(დაჯავშნის მნიშვნელობა მოგზაურთა და სასტუმროსათვის, დაჯავშნის სისტემის მიმოხილვა, წყაროები, სტუმართა მიერ დაჯავშნის პროცედურები);
  • ჯავშვნის დასტურის წერილი და მნიშვნელობა;
  • სტუმრების რეგისტრაცია (სტუმართან პირველი კონტაქტის მნიშვნელობა, სტუმართა მონაცემების მოკრება, სტუმართა რეგისტრაციის პროცედურა, გამოყოფილი ოთახის რეგისტრაცია);
  • პრობლემური სიტუაციები და მოგვარება;
  • სტუმართან ანგარიშსწორება (ფრონტ-ოფისის საერთო ბუღალტრული პრაქტიკა, ანგარიშსწორებისა და საგადამხდელო ფორმები და პროცედურები);
  • სტუმრის გაწერა (სტუმრის გაწერის განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურები, სტუმართა ისტორიები).

 

ტრენერიდავით ჭავჭანიძე - მიღება-განთავსების და დასუფთავების დეპარტამენტების მენეჯერი, სასტუმრო "თბილისი მერიოტი"

 

ხანგრძლივობა: 18 საათი (6 შეხვედრა)


მოდული #2 დასუფთავების სამსახური (Housekeeping)

 

სასტუმროში დასუფთავების დეპარტამენტის სტრუქტურა და ფუნქციები. დასუფთავების სამსახურის ოპერირების პროცესი.

 

ტრენერიოქსანა ხოდინ - დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია (ქ. თბილისი)

 

ხანგრძლივობა: 12 საათი (4 შეხვედრა)


მოდული #3. ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი კურსი;

 

ტრენინგის მიზანი:

 

დამსწრე აუდიტორიას ჩამოუყალიბდეს/გაუღრმავდეს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა  HR მენეჯმენტის მიდგომების შესახებ, რადგან მათ უფრო ფართო ჭრილში შეძლონ აღქმა და დანერგვა იმ HR-ული სისტემების, რომლებიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციას მიზნების მიღწევაში და  თანამშრომლებისათვის ჯანსაღი, სამართლიანი და პროგრესული გარემოს ჩამოყალიბებაში.

 

მოდულის თემატიკა:

 

  • HR მენეჯმენტი (კლასიკური და თანამედროვე მიდგომები);
  • HR ბიზნეს პარტნიორი;
  • ორგანოზაციული კულტურა, კომუნიკაცია;
  • ადამიანური რესურსების დაგეგმვა, მოზიდვა,  შერჩევა, ადაპტაცია და შენარჩუნება;
  • ორგანიზაციული ცვლილების ტიპები;
  • ადამიანური რესურსების მართვა ორგანიზაციული ცვლილებების დროს;
  • სტრესის მართვა;
  • კომპენსაციის მოდელები, სწავლება და განვითარება;
  • სამოტივაციო სისტემები, შეფასება და დაჯიდოვება;

 

ფინალური გასვლითი ლექცია სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში, პროექტის წარდგენა და კურსის შეჯამება;

 

ტრენერი: ხათუნა ტუღუში - HR დირექტორის მოადგილე, „აჭარა ჯგუფი“ (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი, ფაბრიკა ჰოსტელი)

 

ხანგრძლივობა: 18 საათი (6 შეხვედრა)


მოდული #4. „ქართული ბრენდის სასტუმროს,განვითარების პერსპექტივა“

 

გაყიდვები მასპინძლობის ინდუსტრიაში

 

  • ტრენინგის მიზანი;

ტრეინინგის მიზანია დამსწრეებს მისცეს სასტუმროს, როგორც ორგანიზაციის ოპერირებისათვის საჭირო სპეციფიური ცოდნა  და მისი მართვისათვის საჭირო ინფორმაცია.  ტრეინინგზე განხილული იქნება სასტუმროს მუშაობის სფეციფიკა და  ბაზარზე  არსებული ტენდენციები.

 

ტრეინინგის მიზანია დამსწრეებმა მიიღონ მასპინძლობის სფეროს  თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებზე დამყარებული ცოდნა და ასევე, გამოიმუშაონ პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები. დამსწრეები შეძლებენ  განავითარონ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, რათა შეძლონ სამუშაოს დაგეგმვა, სტრატეგიის შემუშავება და წამოჭრილი ამოცანების გადაჭრა სტუმარ-მასპინძლობის დარგში.

 

მოდულის  თემატიკა;

 

  • „ქართული ბრენდის სასტუმროს,განვითარების პერსპექტივა“
  • სასტუმროს   განვითარების ეტაპები
  • სასტუმროს ისტორია მსოფლიოში და საქართველოში
  • ტურიზმის ინდუსტრია, ზოგადი მიმონხილვა ქართული ბაზრის მაგალითზე
  • სასტუმროს ტიპები
  • საქართველოში არსებული სასტუმროების  კლასიფიკაცია
  • ქართული  სასტუმროების კონცეფცია
  • სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა
  • სასტუმროს დეპარტამენტების  სამუშაო  აღწერილობა
  • ადამიანური რესურსები სასტუმრო ბიზნესში
  • სასტუმროს გუნდის შექმნა და მოტივაცია
  • სტუმარის ტიპები სასტუმროში
  • სასტუმროს დაგეგმარება, არქიტექტურა და დიზაინი
  • სასტუმროს  ეფექტური მართვა
  • ქართული ბრენდული სასტუმროს წარმატების გასაღები
  • ფრანჩაიზი ქართულ რეალობაში
  • ქართული სასტუმროს ბრენდის პოზიციონირება ბაზარზე
  • ოქროს  წესი სასტუმრო ბიზნესში

 

ტრენერი: ქეთევან ალიმბარაშვილი - სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში 12 წლიანი უწყვეტი  მუშაობის გამოცდილება.  ფრე–ოფენინგ მენეჯერი. მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ქართული ბრენდის სასტუმროების გახსნის  მოსამზადებელ სამუშაოებში. იყო სასტუმრო „ლაერტონ თბილისის“  გენერალური დირექტორი 2014 წლიდან  2019 მდე და ამავე  ბრენდის და კონცეფციის თანაავტორი. 2018 წლიდან დღემდე არის „სასტუმრო გრაფიკა ჯგუფის“ ფრეოფენინგ და პროექტ მენეჯერი.  ეწევა ტრენერის და პირადი კონსულტანტის  საქმიანობას  „თიბისი ბანკისა“ და  „აზიის განვითარების ბანკის“ ერთობლივ პროექტში, სასტუმროს ინდუსტრიის სფეროში. აქვს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში პედაგოგიური საქმიანობის 3 წლიანი გამოცდილება „სასტუმროების ოპერაციების“ კუთხით დღემდე.  არის დამოუკიდებელი კონსულტანტი სასტუმროების  ბრენდის – კონცეფციის  შექმნისა  და წინა მოსამზადებელი სამუშაოს კუთხით.

 

ხანგრძლივობა: 3 საათი (1 შეხვედრა)


 მოდული #5. ღონისძიებათა მენეჯმენტი

დამკვეთის მოთხოვნის გაანალიზება, ღონისძიების დაგეგმვა, ბიუჯეტის და შეთავაზების გაკეთება, ღონისძიების საოპერაციო ნაწილის მართვა. 

 

ტრენერი: ნინო პატარიძე - ღონისძიებების მენეჯერი, „აჭარა ჯგუფი“ (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი, ფაბრიკა ჰოსტელი)

 

ხანგრძლივობა: 6 საათი (2 შეხვედრა)


მოდული #6. სასტუმროს უსაფრთხოება

 

  • უსაფრთხოება როგორც სასტუმროს მომსახურების შემადგენელი ნაწილი. სასტუმროს უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა და შინაგანაწესი.
  • კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმა. კრიზისული სიტუაციები
  • რისკის მენეჯმენტი და შრომის უსაფრთხოება. დანაკარგების თავიდან აცილება და ინციდენტების პრევენცია.

 

ტრენერი: გიორგი წნორიაშვილი უსაფრთხოების დაცვის უფროსი, სასტუმრო "თბილისი მერიოტი"

 

ხანგრძლივობა: 6 საათი (1 შეხვედრა)


მოდული #7. კვებისა და სასმელების მენეჯმენტი

 

მოდულის თემატიკა:

 

  • მენიუს შერჩევა ბაზრის მოთხოვნებისა და რესტორნის თემატიკის გათვალისწინებით;
  • საკვებისა და სასმელების ღირებულების განსაზღვრა;
  • სტანდარტული რეცეპტები;
  • ეფექტური კონტროლის სისტემის შემუშავება;
  • ფასების დაწესების სტრატეგიები;
  • პროდუქტის შესყიდვის, მიღების, შენახვის და მომზადების პროცედურები;
  • შრომის ღირებულების განსაზღვრა დარბაზისა და სამზარეულოს პერსონალისთვის;
  • ყოველი თვის ბოლოს პროდუქტის ნაშთების აღწერის პროცედურა.

 

ტრენერი: ბექა ძნელაძე შესყიდვების მენეჯერი, სასტუმრო „სტამბა“

 

ხანგრძლივობა: 6 საათი (2  შეხვედრა)


მოდული #8რატომ არის კორპორატიული კლიენტი ყველაზე ღირებული სასტუმროსთვის

 

მოდულის თემატიკა: 

 

  • სასტუმროს გაყიდვების არხების კლასიფიკაცია
  • ელექტრონული პლატფორმა სასტუმროში
  • სასტუმროს გაყიდვის მომხმარებლები, ირიბი და პირდაპირი
  • რა მოლოდინები აქვს ტურისტულ კომპანიებს სასტუმროებისგან
  • როგორი უნდა იყოს სასტუმროსა და ტურისტული სააგენტოს ურთიერთობა
  • მასპინძლობის ინდუსტრიის ბიზნეს ეთიკის კოდექსი: ვისი ინტერესები უნდა დაიცვას სასტუმრომ პირველ რიგში და რატომ
  • რა შედეგები მოყვება სწორ/არასწორ საქმის წარმოების პოლიტიკას სასტუმროს, სააგენტოს და მომხმარებლის ჭრილში
  • MICE ინდუსტრია როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი სასტუმრო ინდუსტრიაში
  • კორპორატიული კლიენტის მნიშვნელობა სასტუმროსთვის
  • რა მოთხოვნები აქვს კორპორატიულ კლიენტს
  • რა უნდა იცოდეს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერმა
  • რეკომენდაციები კორპორატიულ გაყიდვებში
  • სასტუმროსა და კორპორატიული კლიენტის ურთიერთობის თანამედროვე სტანდარტები და ტენდენციები
  • შუამავალი კონტრაქტორის (სააგენტოს) როლი

 

ტრენერი: ვიქტორია შარია: 1998-2004 ჰაიდელბერგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანისტიკის და სოციალური პედაგოგიკის მაგისტრი. 2006 – დღემდე პროფესიული გამოცდილება მარკეტინგში (SilkRoadGroup, Tourism National Board) და გაყიდვებში (Redix, TiflisWineCellar); 2012-2018 საქართველოში MICE ინდუსტრიის ერთ ერთი წამყვანი ტოპ მენეჯერი

 

ხანგრძლივობა: 6 საათი (2  შეხვედრა)