წიგნის პრეზენტაცია - „შენ გადაცურავ ზღვას ან როგორ შევადგინოთ კარგი CV"

11 იანვარი

აღნიშნული შეხვედრა სტუდენტებს დაეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ შეადგინონ რეზიუმე ისე, რომ შეძლონ დასაქმდნენ სასურველ პოზიციაზე. წიგნის ავტორი შეეცადა ხაზი გაესვა ყველა იმ შეცდომისთვის, რაც აპლიკანტმა არ უნდა დაუშვას რეზიუმეს შედგენისას.

წიგნის ავტორი გახლავთ ქალბატონი ეკატერინე კაზმარაროვა, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებსა და ფინანსურ აღრიცხვაში. იგი არის საკონსულტაცია კომპანია „ფინარტგრუპ"-ის დაფუძნებელი და გააჩნია 20 წლიანი გამოცდილება კერძო ბიზნესში, ასევე კითხულობდა სალექციო კურსს კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესის სკოლაში.

საჯარო ლექცია გაიმართა პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.


{phocagallery view=category|categoryid=750|limitstart=0|limitcount=0}