სემინარი „საქართველოს ეროვნული უსაფრთოხების გარემო - მიმდინარე გამოწვევები"

11 იანვარი

მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ კვალიფიციური მკვლევარებისგან და ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისგან მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

სემინარის ფარგლებში მიმდინარეობდა მსჯელობა საქართველო - რუსეთის ურთიერთობების, ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევების ირგვლივ. განხილულ იქნა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სტრატეგია.

სემინარი მთელი დღის განმავლობაში ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სამუშაო დღის განმავლობაში გაიმართა დისკუსიები და მონაწილეებს საშუალება მიეცათ სიმულაციურ განხილვებში და უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმარებაში ჩართულიყვნენ, გაეზომათ არსებული და მოსალოდნელი რისკები, დაეგეგმათ საფრთხეების თავიდან არიდების სქემა.

ანალიტიკური პროგნოზირების სააგენტო "დემოკრატიის ჟანგბადი" და კავკასიის უნივერსიტეტი, მომავალშიც გეგმავენ ერთობლივი პროექტების განხორციელებას.


{phocagallery view=category|categoryid=747|limitstart=0|limitcount=0}