თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2016

11 იანვარი
კავკასიის უნივერსიტეტი ფესტივალზე წარდგება შემდეგი პროექტებით:
  • საქართველოში ინოვაციური პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა;
  • სიახლეები ტაო-კლარჯეთის საკვლევი ექსპედიციის მასალებიდან;
  • აგრობიზნესის განვითარების ხელშესაწყობად პროფესიული და უმაღლესი განათლების ინოვაციური სასწავლო პროგრამების დანერგვა;
  • სამართლის განვითარება თანამედროვე საქართველოში;
  • პერფორმანსი ვაჟა-ფშაველას პოემა „გველის მჭამელი'' მიხედვით.

თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი გაიმართება 2016 წლის 17–25 სექტემბერს.