სემინარი "ქართული ძეგლების მდგომარეობა თურქეთში"

11 იანვარი
: "ქართული ძეგლების მდგომარეობა თურქეთში". წარმოდგენილი იქნა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2014-2015 წლებში დაფინანსებულ პროექტის: „თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების" კვლევის შედეგები.

პროექტი განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის მკვლევართა ხელმძღვანელობით. პროექტის ფარგლებში ჩატარდა 10-ზე მეტი საკვლევი ექსპედიცია თურქეთში. ასევე პრეზენტაცია გაიმართა  სტუდია "ავტოგრაფი"-ს მიერ გადაღებული ფილმის ექსპედიციის მუშაობის შესახებ და ჩატარდა წიგნის პრეზენტაცია.

{phocagallery view=category|categoryid=737|limitstart=0|limitcount=0}