კონფერენცია "საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი სისტემური სახის პირობები"

11 იანვარი
განხილული იქნა 2014 წელს ფრ. ებერტის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის შედეგები. პროექტი განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის მეცნიერთა კოორდინაციით და მასში მონაწილეობას იღებდნენ სამთავრობო დაწესებულებების, უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. ერთ-ერთ არგუმენტად საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის გასანვითარებლად მოყვანილია საუნივერსიტეტო მეცნიერების დაკავშირების საჭიროება მცირე ბიზნესის მოთხოვნებთან. კონფერენცია გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე–პრეზიდენტმა შალვა მაჭავარიანმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თემურ მაისურაძემ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ ჭელიძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი"–ს გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა მერაბ კუციამ, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა თათია ბიძინაშვილმა. კონფერენციაზე წარმოჩინდა საკვანძო საკითხები და ძირითადი პრობლემები საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი სისტემური სახის პირობებთან დაკავშირებით და დაისახა მათი გადაჭრის გზები.




{phocagallery view=category|categoryid=738|limitstart=0|limitcount=0}