თურქული ენის შემსწავლელი საზაფხულო სასწავლო კურსი

11 იანვარი

პროგრამა ითვალისწინებდა თურქული ენის შესწავლას ანკარის უნივერსიტეტის თურქული და უცხო ენების შემსწავლელ ცენტრ - „თომერში" (TÖMER).

პროგრამაში მონაწილეობა მიიღო კავკასიის ბიზნესის სკოლის 14-მა სტუდენტმა. დღის წესრიგის თანახმად სტუდენტები 9:00-დან 13:00 სთ-მდე ლექციებს ესწრებოდნენ. საინტერესო ურთიერთობები დაამყარეს თურქ ლექტორებთან და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ უცხოელ სტუდენტებთან. ენასთან დაკავშირებით ტარდებოდა მაღალპროფესიონალური და ევროპულ სტანდარტებთან მისადაგებული ლექციები, სტუდენტებმა შეძლებისდაგვარად დახურეს შესაბამისი კურსი. თვის ბოლოს ყველამ შესაბამისი დონის დამადასტურებელი საბუთი მიიღო. ლექციების შემდეგ ეწყობოდა ექსკურსიები როგორც ქალაქის შიგნით, ასევე მის გარეთაც.