სამართლის სკოლის სტუდენტები ნოტარიუსთა პალატაში სამთვიან კურსს გაივლიან

11 იანვარი
ნოტარიუსთა პალატაში 20 წარმატებული სტუდენტი ნოტარიატში დანერგილ სიახლეებს გაეცნობა. სანოტარო ბიუროებში კი სანოტარო საქმიანობას პრაქტიკაში შეისწავლიან.

ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ, ნინო ხოფერიამ და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

სწავლების სამთვიანი კურსის დასრულების შემდეგ, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

{phocagallery view=category|categoryid=144|limitstart=0|limitcount=0}