ლექცია მარკეტინგის სპეციალობის სტუდენტებისათვის

11 იანვარი

2011 წლის 11 მარტს, სს "სილქნეტის" მომხმარებელთა მომსახურების განყოფილების უფროსმა დავით ბოკერიამ, კავკასიის ბიზნესის სკოლის მარკეტინგის სპეციალობის სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხა. სტუმარმა იმ საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა, რომელიც მან ლონდონში სხვადასხვა კომპანიებში ("თი მობაილი", "ო 2" და "ქსეროქსი" და სხვა) მუშაობისას დააგროვა. აგრეთვე, ლექციაზე სს "სილქნეტის" მარკეტინგული საქმიანობა განიხილეს. ძირითადი თემა იყო მომხმარებელთა ერთგულება და მომსახურების მარკეტინგის სპეციფიკა.

აღნიშნული ლექციაზე სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ქართული კომპანიის პრაქტიკულ მარკეტინგულ საქმიანობას გაცნობოდნენ.