ამერიკელი იურისტის მასტერ-კლასი

11 იანვარი

2011 წლის 4 ოქტომბერს, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლას ამერიკელი იურისტი, ტიმ ტრეინერი ეწვია.


ტიმ ტრეინერიმ კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებს მასტერ-კლასი ინტელექტუალური სამართლის აქტუალურ საკითხებზე ჩაუტარა.

სალექციო თემატიკა კომბინირებული იყო და მოიცავდა როგორც ინტელექტუალური საკუთრების სამართლის თეორიულ საკითხებს, ასევე ამ საკითხების პრაქტიკაში რეალიზაციის გზებსაც.

ტიმ ტრეინერი ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტია, რომელსაც აქვს იურიდიული ფირმა და პრაქტიკულ საქმიანობას აღნიშნული მიმართულებით ახორციელებს. პრაქტიკული საქმიანობის გარდა იგი არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორიც.