სამართლის სკოლის გუნდმა ოლიმპიადაში გაიმარჯვა

11 იანვარი
"ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის". ოლიმპიადაში კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა. სამართლის სკოლის მე–4 კურსელებმა ნინი ნიკოლაიშვილის, თამარ ხარაზიშვილის და გიორგი ინიკაშვილის შემადგენლობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს ფინალში სძლიეს და ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ. კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს მათ ამ წარმატებას და უსურვებს პროფესიულ წინსვლას.