შეხვედრა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარესთან

11 იანვარი
ქალბატონმა ნინომ, ვრცლად ისაუბრა სტუდენტებთან ქვემოთ მოცემულ საკითხებზე. 

შეხვედრა გაიმართა პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც ჩატარდება იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში. გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება 12 ოქტომბრიდან დაიწყო და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად: 13-14 ნოემბერს ტესტირება - ზოგად უნარებში, 20-21 ნოემბერს - ტესტირება - პროფესიულ ნაწილში. საკვალიფიკაციო გამოცდა ნოტარიუსად დანიშვნის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველ მაგისტრანტებს შანსი აქვთ, საკუთარ ქვეყანას იმ დასახლებებში ემსახურონ, სადაც მოსახლეობას მათი დახმარება სჭირდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული „ნოტარიატის შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, კანდიდატი, რომელიც ყველა შესაბამის პირობას დააკმაყოფილებს, სამი წლის ვადით დაინიშნება ნოტარიუსად იმ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის. სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ მას საქმიანობის გაგრძელება მისთვის სასურველ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში შეეძლება. ამის სანაცვლოდ, ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს ამ სამი წლის განმავლობაში გაუწევს ფინანსურ დახმარებას, რომელიც, საგადასახადო კოდექსის თანახმად, გადასახადისგან გათავისუფლდება. დახმარება ითვალისწინებს სანოტარო ბიუროს ქირის გადასახადს, ტექნიკურ აღჭურვილობას, ფულად დახმარებას... შესაბამისად, ახლად დანიშნულ ნოტარიუსს ყველა პირობა ექნება სანოტარო საქმიანობის წარმატებით განსახორციელებლად. ასევე, ნოტარიუსობის კანდიდატს, რომელიც დაინიშნება მაღალმთიან ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის, საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისთვის გადახდილ საფასურს აუნაზღაურებს ნოტარიუსთა პალატა. ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი პირობებია: უმაღლესი იურიდიული განათლება (საკმარისია ბაკალავრიატიც), ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა (სტაჟირების გავლისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფო სამსახურში იურისტად მუშობის 5 წლის სტაჟი).


{phocagallery view=category|categoryid=729|limitstart=0|limitcount=0}