ფრანგულ-სომხური უნივერსიტეტის რექტორი სტუმრად კავკასიის უნივერსიტეტში

11 იანვარი
რექტორი დელეგაციასთან ერთად კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კახა შენგელიას და საგრანტო პრექტების მენეჯერს, ირენა მელუას შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო მიმდინარე ტემპუსის TNE_QA პროექტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემა პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტებისათვის, სამომავლო გეგმების განსაზღვრა, ერაზმუს პლიუსის ფარგლებში ახალი ერთობლივი პროექტების შემუშავება, მომავალი თანამშრომლობის გაღრმავება კავკასიის უნივერსიტეტსა და ფრანგულ-სომხურ უნივერსიტეტს შორის.

შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე.



{phocagallery view=category|categoryid=727|limitstart=0|limitcount=0}