ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის მერიასთან

11 იანვარი
დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ თბილისის მერიაში მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ თბილისის მერია აქტიურად დაუჭერს მხარს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობას, რომლის მიზანიც სტუდენტების პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობაა. აღნიშნულ მემორანდუმზე ხელმოწერით თბილისის მერია მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს კავკასიის უნივერსიტეტს სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

„უნივერსიტეტთან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს სპეციალური სტაჟირების პროგრამა, ისევე როგორც, გვაქვს სტიპენდიების პროგრამა, რაც განსაკუთრებით საინტერესოა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. ამასთან, გადამზადების პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ბაზა, მათ შორის, ტრენინგ ცენტრი და სწორედ ამიტომ, მომავალში უფრო მჭიდროდ გავაგრძელებთ თანამშრომლობას",- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

{phocagallery view=category|categoryid=758|limitstart=0|limitcount=0}