კავკასიის უნივერსიტეტის ახალი თანამშრომლობა იტალიაში

11 იანვარი
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლა, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება.

ტერამოს უნივერსიტეტი კვლევითი უნივერსიტეტის სახელითაა ცნობილი. მოქმედი 5 ფაკულტეტი 24 საბაკალავრო, 35 სამაგისტრო და 6 სადოქტორო პროგრამას თავაზობს.

კავკასიის უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს პარტნიორ უნივერსიტეტში მომდევნო აკადემიური წლიდან გაუშვებს.