საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

11 იანვარი


მინისტრმა მიმოიხილა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი ამოცანები. საუბარი შეეხო ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს. მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ურთიერთობებზე სტრატეგიულ პარტნიორებთან, რეგიონისა და სამეზობლო ქვეყნებთან. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ჩართულობას გლობალურ პროექტებში და ამ კონტექსტში ისაუბრა „ახალი აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელის" პროექტში საქართველოს როლზე.

სტუდენტებთან შეხვედრაზე მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია უზრუნველვყოთ ქვეყნის მშვიდი და უსაფრთხო განვითარება. გვაქვს უცვლელი კურსი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ" - განაცხადა საგარეოს საქმეთა მინისტრმა. სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ. შეხვედრის დასასრულს მინისტრმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.


{phocagallery view=category|categoryid=763|limitstart=0|limitcount=0}