კავკასიის უნივერსიტეტის ახალი თანამშრომლობა ყირგიზეთში

11 იანვარი
დოკუმენტს ხელი კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და ტოლობეკ კამჩიბეკოვმა ყირგიზეთის ეკონომიკური უნივერსიტეტის რექტორმა ქ. ბიშკეკში მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლა, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება.

კახა შენგელია ყირგიზეთის ეკონომიკურ უნივერსიტეტში Erasmus + პროექტის "Inversing in Entrepreneurial Universities in Caucasus and Central Asia" საწყის შეხვედრას ესწრებოდა. პროექტი ევროკომისიის მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს კავკასიის უნივერსიტეტში ახალგაზრდა ენტერპრენერებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კრეატიული ლაბორატორიის შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ ინოვაციური და იდეების განხორციელებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს ენტერპრენერობის კურიკულუმის განახლებას და ტრენინგ პროგრამების შემუშავებას, აკადემიური პერსონალის და სტუდენტების გადამზადებას/მობილობას. პროექტის კორდინატორია არის მაგდებურგის უნივერსიტეტი და თანა კოორდინატორი კი კავკასიის უნივერსიტეტი. პროექტის ხანგრძლივობა არის სამი წელი.






{phocagallery view=category|categoryid=779|limitstart=0|limitcount=0}