ACE მე-100 საერთაშორისო კონფერენცია უმაღლესი განათლების შესახებ

11 მარტი 2018
ამერიკული განათლების საბჭოს (American Council on Education) ორგანიზებით, ვაშინგტონში 10-13 მარტს იმართება რიგით მე-100 ყოველწლიური შეხვედრა.
 
ქვეყნის ყველაზე გამორჩეულ და მნიშვნელოვან კონფერენციას უმაღლეს განათლებაზე, ესწრება 2000-მდე ლიდერი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის უნივერსიტეტების დეკანები და პრეზიდენტები. კონფერენციაზე იმყოფება კავკასიის უნივერსიტეტისა და IAUP-ის პრეზიდენტი, კახა შენგელია. სტუმრებს საშუალება აქვთ განიხილონ უახლესი გამოწვევები და პერსპექტივები უმაღლესი განათლების ყველა სექტორში მსოფლიოს მასშტაბით.
 
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო სესიები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, იმისთვის რომ განიხილონ საკუთარი მიღწევების, გამოწვევების, ინტერნაციონალიზაციისა და გლობალიზაციის საკითხები და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება. ასევე, 2018 წლის კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საერთაშორისო ჯილდოს გამარჯვებულების დასახელება. 
 
ACE არის ძირითადი საკოორდინაციო ორგანო, რომელიც 1918 წლიდან ყოველწლიურად მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას უმაღლესი განათლების შესახებ. ACE აერთიანებს და წარმოადგენს ამერიკის აკრედიტირებულ 1800-მდე კერძო და საჯარო კოლეჯსა და უნივერსიტეტს.
 
ღონისძიების სპონსორია IAUP, რომლის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური მიღება კონფერენციის მონაწილეებისთვის.