პროფესორ თენგიზ ვერულავას სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში Archives of the Balkan Medical Union

19 იანვარი 2021

პროფესორ თენგიზ ვერულავას სტატია „Patients’ perceptions about access to health care and referrals to family physicians in Georgia"  (პაციენტთა აღქმა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე და ოჯახის ექიმთან მიმართვიანობაზე საქართველოში), შედეგები გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში Archives of the Balkan Medical Union.

 

ჟურნალი ინდექსირებულია  SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

კვლევა ჩატარდა  ლა ტრობეს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლასთან თანამშრომლობით (მელბურნი, ავსტრალია).

 

იხილეთ სრული სტატია.

 

პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სისტემის საძირკველია. პირველადი ჯანდაცვის ადეკვატური უტილიზაცია პირდაპირ აისახება ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჯანდაცვის დანახარჯების ეფექტურობაზე. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ოჯახის ექიმთან მიმართვიანობა სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია.

 

კვლევის მიზანია საქართველოში ოჯახის ექიმთან დაბალი მიმართვიანობის მიზეზების შესწავლა. კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახის ექიმთან დაბალი მიმართვიანობა უმთავრესად განპირობებულია ოჯახის ექიმის მიმართ უნდობლობით, რაც დაკავშირებულია მოსახლეობის  დაბალი ინფორმირებულობით ოჯახის ექიმის კომპეტენციების შესახებ. არაადექვატური ანაზღაურების გამო ოჯახის ექიმებს არ აქვთ სათანადო მომსახურების გაწევის საკმარისი მოტივაცია. უწყვეტი პროფესიული განათლების დაბალი როლი ნეგატიურად ზემოქმედებს მათ პროფესიულ განვითარებაზე. მიზანშეწონილია პირველადი ჯანდაცვის სისტემის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება. სასურველია ოჯახის ექიმთა ანაზღაურების ეფექტური მეთოდების დანერგვა, უწყვეტი პროფესიული განათლების როლის და ხელმისაწვდომის გაზრდა.