Start in Georgia 2018-ის გამოფენა

13 ოქტომბერი 2018

13 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სტარტაპ აქსელერატორმა, C10-მა მონაწილეობა მიიღო Start in Georgia 2018-ის გამოფენაში, სადაც სტუმრებს მიეცათ საშუალება ენახათ C10-ის ერთ-ერთი სტარტაპი AR (Augmented Reality). ასევე, გამოფენაში მონაწილე კომპანიებს და სტარტაპ აქსელერატორებს შორის შედგა მოლაპარაკება, რომელიც სამომავლოდ მათ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტარტაპ აქსელერატორ C10-ს გადაეცა საპატიო სიგელი Start in Georgia 2018-ში მონაწილეობისთვის.