სტარტაპ კვირეული ზუგდიდში

2 ივლისი 2018

27-29 ივნისს, ზუგდიდში სტარტაპ კვირეული გაიმართა.

 

კვირეულის მიზანია, შეიქმნას სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები ერთმანეთს თავიანთ საქმიანობას გააცნობენ და კავშირებს დაამყარებენ.

 

სტარტაპ კვირეულის პირველი დღე ინდივიდუალურ გამოსვლებს დაეთმო, სადაც სხვადასხვა კერძო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სტარტაპერებს დაფინანსების წყაროები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

სტარტაპ კვირეულის მეორე დღე ზუგდიდის ტექნოპარკში პანელური განხილვის რეჟიმში ჩატარდა, მთავარი თემა სტარტაპერის გზა იდეიდან განხორციელებამდე, გამოწვევები და უპირატესობები იყო. გამოცდილმა სტარტაპერებმა თავიანთი ცოდნა დამწყებ სტარტაპერებს გაუზიარეს. ასევე, გაიმართა სტარტაპერების ნამუშევრების გამოფენა.

 

სტარტაპ კვირეულის მესამე დღე ტექნოპარკში სტარტაპ გუნდებისთვის ტრენინგებს და მენტორინგს დაეთმო. სტარტაპერებმა მოისმინეს მენტორების გამოსვლები პროდუქტის განვითარებას და ბიზნეს მოდელირებაზე. დღის ბოლოს გაიმართა ინდივიდუალური კონსულტაციები მენტორებთან. აღნიშნულ ტრენინგსა და ვორკშოპს C10-ის დირექტორიც გაუძღვა.

 

კვირეულის ორგანიზატორი კავკასიის უნივესიტეტის სტარტაპ აქსელერატორ C10-თან და ილიაუნისთან ერთად, investme.ge-ია, რომლის თანადამფუძნებელია CU სტუდენტი ზუკა კაზალიკაშვილი. ივენთის დონორები და პარტნიორები არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, GITA და TBC ბანკი.