ჩინეთი-ცინდაოს მე-18 საერთაშორისო კონფერენცია

23 ოქტომბერი 2018

23-25 ოქტომბერს, ჩინეთში, „ჩინეთი-ცინდაოს ლურჯი ეკონომიკის საერთაშორისო პროფესიონალების და სამრეწველო-აკადემიურ-სამეცნიერო თანამშრომლობის მე-18 კონფერენცია“ გაიმართა, სადაც კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია სიტყვით გამოვიდა, თემით: „უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტის მდგრადობის შექმნა ციფრულ ერაში.“ კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა გაიმართა, მათ შორის, ინოვაციებისა და მეწარმეობის ექსპერტების სამიტი, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების შეთავსების ფორუმი და სხვა.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტების, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან. მათ შორის იყო ნობელის პრემიის ლაურეატი პროფესორი ჯორჯ სმუტი.