CHS - საჯარო ლექცია

1 ნოემბერი 2016

31 ოქტომბერს, კავკასიის ჯანდაცვისა და ეკონომიკის სკოლას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკებებისა და DCFTA განხორციელების სამმართველოს უფროსი  გიორგი ჩიტაძე ესტუმრა. იგი ტემპუსის პროექტის სამაგისტრო პროგრამის  "ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების" სტუდენტებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე განიხილა ისეთი საკითხები როგორიცაა: რას მოიცავს ეს შეთანხმება, როგორი იყო მოლაპარაკების პროცესი, შეთანხმების რეგულირების სფეროები და სხვა. ასევე ისაუბრა დღეს არსებული კონკრეტული პრაქტიკულ გამოცდილებაზეც. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.