ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

16 ოქტომბერი 2017

10 ოქტომბერს, ორმხრივი თანამშრომლობის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტისა და აჯმანის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

თანამშრომლობა ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნული სკოლების, ბაკლავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას, 2018-2022 სასწავლო წლებში.