CSB-ის პირველკურსელების ქველმოქმედება

29 დეკემბერი 2018

კავკასიის ბიზნესის სკოლის პირველკურსელების ინციატივით შეიქმნა ორგანიზაცია, რომლის მიზანი იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებაა, რომლებიც საზღვრისპირა სოფლებში ცხოვრობენ. 

 

ორგანიზაციამ პროექტისთვის გამოყო თანხა, რომლითაც 29 დეკემბერს, კარბში მცხოვრები კაპანაძეების ოჯახი საკვები პროდუქტებით მოამარაგეს.

 

ორგანიზაციის სურვილია, სოციალურად დაუცველების დახმარება უფრო ხშირი გახდეს.