ვორკშოპი სტუდენტებისთვის - როგორ მოვემზადოთ კონფერენციისთვის სოციალურ მეცნიერებებში?

26 აპრილი 2018

26 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, მშვიდობის კვლევების ინსტიტუტში, გაიმართა ვორკშოპი სტუდენტებისთვის: „როგორ მოვემზადოთ კონფერენციისთვის სოციალურ მეცნიერებებში?“ ვორკშოპს სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ეკა აკობია გაუძღვა. სამუშაო შეხვედრა განკუთვნილი იყო CSG-ის სტუდენტებისთვის, რომლებიც წელს ან მომავალში მონაწილეობას გეგმავენ მონაწილეობას სასკოლო/საუნივერსიტეტო აკადემიურ კონფერენციაში და ამასთან მათთვის, ვინც აქტიურ კვლევით/აკადემიურ საქმიანობას გეგმავს.

 

ვორკშოპზე განიხილეს შემდეგი თემები: 

 

  • თემის შერჩევა და კვლევის ფოკუსის დავიწროვება
  • კვლევითი ესეს ორი ტიპი: არგუმენტირებული ესე და ანალიტიკური ესე
  • აბსტრაქტის (მოკლე მონახაზი) მომზადება
  • კვლევის მეთოდები და კვლევის დიზაინი
  • რა არის ლიტერატურის მიმოხილვა?
  • რისთვის გვჭირდება ლიტერატურის მიმოხილვა?
  • თეორიის როლი და გამოყენება
  • პერეფრაზი და პირდაპირი ციტატა
  • წყაროების ციტირება და ბიბლიოგრაფია
  • როგორ წარვადგინოთ პრეზენტაცია? (8 სასარგებლო წესი)
 
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა, მსგავსი შინაარსის სამუშაო შეხვედრებს მომავალშიც გამართავს.