CSG სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

20 ივლისი 2018

14 ივლისს კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომის დაცვა გაიმართა.

 

სამაგისტრო ნაშრომის ზეპირი დაცვის კომისიაში იყვნენ:

 

  • ეკა აკობია, საერთაშორისო ურთიერთბების დოქტორი, სკოლის დეკანი
  • თორნიკე თურმანიძე, საერთაშორისო ურთიერთბების დოქტორი, სკოლის ასოცირებული პროფესორი
  • გრიგოლ გეგელია, მოწვეული ლექტორი
  • ლევან გერაძე, მოწვეული ლექტორი

 

კომისიის წინაშე მაგისტრანტებმა წარადგინეს შემდეგი სამაგისტრო ნაშრომები:

 

  • ნოდარ ქვარაია, სამაგისტრო ნაშრომი: „დემოკრატიული ფაქტორის გავლენა რუსეთისა და თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ 2004-2017 წლებში“
  • ანა ცუცუნაშვილი, „Fear as the States’ Main Incentive for Action“
  • თეონა პაპიძე, „ტრანსფორმაციული დიალოგი: მესამე მხარის როლი ქართულ-აფხაზური დიალოგის მიმდინარეობასა და შედეგებზე”

 

მაგისტრანტებმა წარმატებით დაიცვეს სამაგისტრო ნაშრომი და კომისიისგან მიიღეს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი რჩევები და რეკომენდაციები.