CSG - დოკუმენტური ფილმის - ,,საბჭოთა ისტორიის“ ჩვენება

18 მაისი 2017

2017 წლის 17 მაისს კავკასიის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევების ინსტიტუტში კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) სტუდენტებისთვის გაიმართა ლატვიელი რეჟისორის, ედვინს შნორის 2008 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმის -  საბჭოთა ისტორია (The Soviet Story) - ჩვენება.

 

ფილმი მიმოიხილა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა, ეკა აკობიამ. ჩვენების შემდგომ გაიმართა დისკუსია სტუდენტებთან და განხილულ იქნა შემდეგი თემები: 

 

  • ნაცისტური და საბჭოთა სისტემების მსგავსებები და რეჟიმებს შორის არსებული კოლაბორაცია;
  • სხვადასხვა ისტორიული ეპიზოდების ახლებური გაშუქება საარქივო მასალაზე დაყრდნობით:
    • 1933 წელს უკრაინაში 7 მილიონი ადამიანის დაღუპვის გამომწვევი მიზეზები;
    • მოლოტოვ-რიბენტრობის აქტი და მისი საიდუმლო დანართის ისტორია;
    • გესტაპოსა და საბჭოთა საიდუმლო პოლიციას შორის თანამშრომლობა და სხვა.
  • ხაზი გაესვა პროპაგანდას, როგორც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების ინსტრუმენტს და გავლებულ იქნა პარალელები თანამედროვე ეპოქაში ულტრა მემარჯვენე პლატფორმის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოებულ მძლავრ პროპაგანდისტულ კამპანიასთან, როგორც ევროპის ქვეყნებში ასევე საქართველოში.

 

მსჯელობისას გამოიკვეთა ინფორმირებულობის მნიშვნელობა ნეგატიურ პროპაგანდასთან ბრძოლის საქმეში.

 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და სახელმწიფო მართვის დისციპლინების სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო მართვის სკოლაში მსგავსი ღონისძიებები პერიოდულად გაიმართება.