შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან

13 ივნისი 2017

10 ივნისს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლამ უმასპინძლა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრს, ქალბატონ თამარ ხულორდავას. შეხვედრის ფარგლებში გაშუქდა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმდინარე პროცესი, გამოწვევები და მომავალი პერსპექტივები.

 

გამოსვლის შემდგომ სტუდენტებმა მოწვეულ სტუმარს კითხვებით მიმართეს, რომლებიც ეხებოდა ასოცირების შეთანხმების დღისწესრიგის განხორციელების შიდა პროცესებს და ეფექტურობას, ისევე როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფების ფორმალურად დაფიქსირებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს.

 

ღონისძიების ორგანიზატორის შესახებ: კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა ევროკავშირის ჟან მონეს გრანტის მეშვეობით ახორციელებს პროექტს: „ევროინტეგრაციის შესახებ სწავლების ხელშეწყობა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოში“. პროექტის (2016-2018) მიზანია  გაზარდოს ევროპული კვლევების სწავლება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ევროკავშირზე სახელმწიფო მართვის სკოლაში ოთხი ახალი საგნის სწავლების დანერგვისა და ყოველწლიურად ვორქშოპების, კონფერენციებისა და საზაფხულო სკოლების ორგანიზების გზით.