თომას ვიერის საჯარო ლექცია

9 მაისი 2017

9 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით, ჩატარდა  საჯარო ლექცია ინგლისური ფილოლოგიის პირველი კურსის სტუდენტებისთვის,  რომელსაც მოწვეული  პროფესორი  თომას ვიერი უძღვებოდა.

 

პროფესორმა ისაუბრა  ენებისა და დიალექტების, ლინგვისტური გეოგრაფიისა და სხვა საინტერესო  ენათმეცნიერული საკითხების შესახებ. ლექციის შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომელშიც სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ.