კეს ლოურის საჯარო ლექცია

6 ივნისი 2017

6 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ ნიუ იორკის უნივერსიტეტის (CUNY) უმაღლესი განათლების ცენტრის ენათმეცნიერს, კეს ლოურის უმასპინძლა.

 

სტუმარმა ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს „ბილინგვიზმის“ თემაზე ლექცია წაუკითხა. ლექციაზე განიხილეს ბილინგვიზმის ტიპები, ენისა და დიალექტების რაობა, ბილინგვიზმის გამოვლენის სახეები პიროვნების ასაკობრივი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და სხვ. თვალსაჩინოებისათვის ლექტორმა სტუდენტებს ქართულ-ინგლისური ბილინგვიზმის ამსახველი აუდიო-ვიზუალური მასალაც წარუდგინა.

 

ლექციის დასასრულს სტუდენტებსა და ამერიკელ ენათმეცნიერს შორის სალექციო თემის გარშემო საინტერესო დისკუსია გაიმართა, რომელსაც მოდერატორობას კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ენათმეცნიერი ნათია ფუტკარაძე უწევდა.