CSL- შიდა სასკოლო კონფერენცია

11 ივნისი 2018

9 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიის სამართლის სკოლის რიგით XIII სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. განსახილველად წარმოდგენილი იყო ნაშრომები სამართლის სხვადასხვა მიმართულებიდან. კომისიამ შემდეგი შემადგენლობით: მალხაზ ბეგიაშვილი - კომისიის თავმჯდომარე, მაკა მხატვრიშვილი, დავით მუზაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, გამოავლინა კონფერენციის გამარჯვებულები:

 

I ადგილი: მაია მუმლაძე -  კანონით გათვალისწინებული წარმოების სახის დარღვევა, როგორც ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. მეცნიერ- ხელმძღვანელი: არკადი პარუნიანი
 
II ადგილი: ლილე სიბაშვილი და ნინო ახალაძე - პრეზიდენტის არჩევის წესი საპარლამენტო რესპუბლიკებში. მეცნიერ - ხელმძღვანელი: არჩილ ბორჯაძე
  
III ადგილი: თინათინ ფალავანდიშვილი და ქეთევან დევიძე - სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება - ჩაწერის გზით მოპოვებული მტკიცებულება, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა. მეცნიერ- ხელმძღვანელი: ნათია სონღულაშვილი. 
  
კონფერენციის დასკვნით ტურში მონაწილეობა მიიღეს და სერტიფიკატები გადაეცათ: 
 
  • მაია სამხარაძე - ევთანაზია - სიკვდილის უფლება თუ სიცოცხლის ვალდებულება ხელმძღვანელი: თორნიკე ჭეიშვილი 
  • მარიამ ზურაშვილი და ნათია სპანდერაშვილი - განსხვავებები კონტინეტნური ევროპის სამართალსა და ანგლო-ამერიკულ სამართალს შორის. მეცნიერ - ხელმძღვანელი: არჩილ ბორჯაძე
  • მარიამი ცერცვაძე - სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაციით გამოწვეული პრობლემები პროკურორის დისკრეციის უფლებამოსილების ფარგლებში. მეცნიერ - ხელმძღვანელი: ნათია ბარბაქაძე
  • მერაბ კოჭლამაზაშვილი და ანა კომახიძე - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (პრობლემატიკა და რეკომენდაციები). მეცნიერ - ხელმძღვანელი: ნათია ბარბაქაძე
  • სალომე მათიაშვილი და მარიამ ჭიჭუეიშვილი - ტრანსნაციონალური კომპანიების გავლენა სახელმწიფოსა და სამართლზე. მეცნიერ - ხელმძღვანელი: გიორგი ლორია