ფორუმი თემაზე "რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი"

29 მარტი 2017
25-26 მარტს აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით  ჩაქვში, სასტუმრო "OASIS"-ში გაიმართა ფორუმი თემაზე "რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი", რომლის მონაწილეებიც უმაღლესი სასწავლებლებიდან გასაუბრების გზით შეირჩნენ. აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტებიც: ნინო ბერიძე, ეთერ ჩხარტიშვილი, მეგი სამსონაძე და ჯონი გაგაძე.
 
ფორუმის ფარგლებში მოხდა რეგიონის პრობლემების განხილვა და ამ პრობლემების მოგვარების გზების ძიება. მოწვეული იყვნენ მომხსენებლები როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორებიდან, მათ ახალგაზრდებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და ხედვები რეგიონალური პოლიტიკის შესახებ.