საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის თავჯდომარის ვიზიტი

1 დეკემბერი 2016

29 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება აღნიშნული ორგანიზაციისა და იმ პროექტების შესახებ, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობაც ეძლევათ სამართლის სკოლის სტუდენტებს.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იურისტების ნებაყოფლობითი პროფესიული გაერთიანებაა, რომლის მიზანია:

  • ადამიანის უფლებების დაცვა, დაცვის მექანიზმების განვითარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დისკრიმინაციის გარეშე;
  • საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება;
  • ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა;
  • კვალიფიციური, უწყვეტი იურიდიული განათლება და პროფესიის განვითარება. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყოველწლიურად 200-მდე სამართლის სპეციალობის სტუდენტს აძლევს საშუალებას გაიღრმავონ ცოდნა და განავითარონ იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევები.