ტურიზმის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

14 სექტემბერი 2017

11 სექტემბერს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართა ტურიზმის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. სტუდენტებმა წარმოადგინეს ნაშრომები ტურიზმის სფეროდან შემდეგ თემებზე: 

 

  • HORECA - სფეროდან ბრენდის შექმნა ადგილობრივ ბაზარზე;
  • თურქეთში მდებარე ისტორიული ქართული მხარეების ტურისტული პოტენციალი;
  • ტურისტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება და ტურიზმის სახელმწიფო რეგულირების საერთაშორისო გამოცდილება;
  • სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ტენდენციები საქართველოში;
  • საქართველოს სამკურნალო და საკურორტო რესურსები;
  • საქართველოს როგორც ტურისტული დესტინაციის პოტენციალისა და მისი განვითარების შესაძლებლობების ანალიზი იტალიელ  მომხმარებლებზე;
  • პატარა სასტუმროების მართვა;
  • საჰაერო ტრანსპორტის როლი ტურიზმის განვითარების საქმეში. 

 

საბაკალავრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ კავკასიის ტურიზმის სკოლის პროფესორ-მასწავლებლები. კომისიას ხელმძღვანელობდა სკოლის დეკანი ნინო კალანდაძე.