სისხლის დონაციის აქცია

28 მარტი 2018

28 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა.

 

ისეთ შემთხვევებში, როცა პაციენტისთვის სისხლის გადასხმა გადაუდებელია, ხშირად სისხლის დეფიციტის საშიშროება იქმნება, სწორედ ამიტომ, კავკასიის უნივერსიტეტი რამდენჯერმე შეუერთდა სისხლის ცენტრალური ბანკის აქციას „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად.“ აღნიშნულ ღონისძიებას სისხლის ცენტრალური ბანკი რეგულარულად აწყობს.

 

სტუდენტებსა და სხვა მსურველებს აქციაში მონაწილეობის მიღება მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ.