ვორქშოპი - კრეატიული აზროვნება და ინოვაციური იდეები

22 მარტი 2018

22 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ვორქშოპი, თემა - კრეატიული აზროვნება და ინოვაციური იდეები. ღონისძიების სტუმარი იყო კოტე იანტბელიძე, ლექტორი, კრეატორის დღიურისა და მედია პალიტრის კრეატიული პროექტების ავტორი. კოტე იანტბელიძემ სტუდენტებს გააცნო იდეების გენერირების ტექნიკა, სხვადასხვა მეთოდები და სავარჯიშოები ინოვაციური იდეების მოსაფიქრებლად.