კავკასიის უნივერსიტეტის საფეხბურთო ჩემპიონატი

4 ივნისი 2018
4 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში საფეხბურთო ჩემპიონატი "CU-ს გარდამავალი თასი 2018" გაიხსნა.
 
ჩემპიონატის პირველ შეხვედრაზე ერთმანეთს კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გუნდი "CU Staff " და ეკომონიკის სკოლის გუნდი "შავი მარგალიტი" დაუპირისპირდნენ. ანგარიში სტუდენტების სასარგებლოდ - 5:1 დასრულდა.
 
ჩემპიონატში სულ 14 გუნდი იასპარეზებს, გამარჯვებული კი 23 ივნისს დაგეგმილ ფინალურ მატჩზე გამოვლინდება. 
 
თანდართულ დოკუმენტში შეგიძლიათ იხილოთ საფეხბურთო ჩემპიონატის კალენდარი.