ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორის ვიზიტი რუმინეთში

27 ივლისი 2018

16-20 ივლისს, Erasmus + International Staff Week 2018-ის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი, ნინო კახიანი, რუმინეთში, ბაბეშ-ბოლაის უნივერსიტეტს (Babes- Bolyai University, Romania) ეწვია.

 

ვიზიტის ფარგლებში, დეტალურად განიხილებოდა ერაზმუს+ ის პროგრამები პარტნიორ უნივერსიტეტებთან, მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი უნივერსიტეტების შესახებ მოკლე ინფორმაცია გაუზიარეს. საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ასევე  განიხილეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა განათლების სისტემაში. ნინო კახიანი ბაბეშ-ბოლაის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, Octavian Jula-ს შეხვდა, მათ კვლევების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.