ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა

2 ივნისი 2018

1-ლ ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამას ერთხმად მიანიაჭა აკრედიტაცია.

 

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა 2019 წლიდან ამოქმედდება და პროგრამაზე სწავლის საფასური 2250 ლარი იქნება.

 

პროგრამა განხორციელდება სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რაც კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე ციფრული ჰუმანიტარიის დანერგვასა და განვითარებასთან არის დაკავშირებული.