ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მწვანე სკოლასთან

13 ივლისი 2018

13 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და თბილისის მწვანე სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია, სტუდენტების დახმარება ხარისხიანი განათლების მიღებასა და თვითრეალიზაციაში, სტუდენტების მიერ შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკული განმტკიცება და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

 

მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტში ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის შემუშავების ფარგლებში გაფორმდა.