საჩუქრად წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკას CSL-სგან

17 მარტი 2018

14 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტური ერთობის წევრები ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვივნენ, სადაც წიგნები ჩააბარეს. ამით ჩვენი თვითმმართველობა შეუერთდა დათო ტურაშვილის მოწოდებას - დავეხმაროთ სრულიად საქართველოს ახალგაზრდობას, მიიღონ სხვადასხვა სახის წიგნები საჩუქრად.