ერიკ ფრიდმანის სალექციო კურსი CSM-ში

7 სექტემბერი 2018
6 სექტემბერს, კავკასიის მედიის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტებთან მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ერიკ ფრიდმანმა, კურსის „მედია და საზოგადოება“ ფარგლებში, პირველი ლექცია ჩაატარა.
 
ერიკ ფრიდმანი სტუდენტებს პირველ შეხვედრაზე თავისი გამოცდილების შესახებ ესაუბრა, პოლიტიკური ჟურნალისტიკა მიმოიხილა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
 
პროფესორი ფრიდმანი კავკასიის უნივერსიტეტში ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის განმავლობაში ლექციებს წაიკითხავს.